მილანი ბრაზილიელი მცველის ტრანსფერზე მუშაობს
"მილანი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის გასაძლიერებლად მუშაობას აგრძელებს.
ცნობილი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ცნობით, "როსონერი" "ტოტენჰემის" მცველის ემერსონ როიალის ტრანსფერზე მუშაობს.
აღნიშნულია, რომ 25 წლის ემერსონს სურს "მილანში" გადასვლა, ამიტომ ფეხბურთელთან შეთანხმება პრობლემას არ წარმოადგენს.
"მილანისთვის" მნიშვნელოვანია "სპურსთან" შეთანხმების მიღწევა - ლონდონელებს დაახლოებით 20 მილიონი ევროს გამომუშავება სურთ.