ავტორიზაცია

ოსიმენი ნაპოლის დატოვებას აპირებს - ტრანსფერით ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კლუბია დაინტერესებული

ოსიმენი ნაპოლის დატოვებას აპირებს - ტრანსფერით ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კლუბია დაინტერესებული
თარიღი 04 ივნ 2024, 11:39
"ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში კლუბის დატოვებას აპირებს. 

ნიგერიელმა ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი გასული წლის ბოლოს გაახანგრძლივა - გარიგების მიხრდვით ხელშეკრულება მოიცავს 160 მილიონი ევროს გათავისუფლების პუნქტს. 

ამის მიუხედავად, ცნობილი ინსაიდერის ჯანლუკა დი მარციოს თქმით, 25 წლის ფეხბურთელი მზადაა უახლოეს თვეებში "ნაპოლი" დატოვოს. 

ამ დროისთვის ინტერესს მხოლოდ ერთი კლუბი იჩენს - ლონდონის "არსენალი". თუმცა, "მეთოფეები" აღნიშნული პუნქტის გააქტიურებასთან ახლოსაც არ არიან.