ავტორიზაცია

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით ლანსი ინტერესდება

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით ლანსი ინტერესდება
თარიღი 07 ივნ 2024, 14:16
"მონაკოს", "ლიონის", "რენისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შემდეგ, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით "ლანსი" დაინტერესდა.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის L'Equipe-ის ცნობით, "ლანსის" ხელმძღვანელობა ქართველი ფორვარდის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს.

"მეცი" ჟორჟის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონი ევროს ითხოვს.

ეს თანხა ეწინააღმდეგება "ლანსის" პრეზიდენტის ჯოზეფ ოგურლიანის უახლეს განცხადებას, რომლის მიხედვითაც კლუბს ფეხბურთელების გაყიდვიდან 100 მილიონ ევროს მიღება სურს. რაც ფინანსური სტაბილურობისთვისაა საჭირო.