ლუკაკუმ ნაკრებში გატანილი გოლების მხრივ პუშკაშის შედეგი გააუმჯობესა
ბელგიის ნაკრების ცენტრალურმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ ლუქსემბურგის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
"წითელმა ეშმაკებმა" 3:0 მოიგეს, თავდამსხმელმა კი ორი გოლი გაიტანა.
ამრიგად, 31 წლის ფეხბურთელს ნაკრებში 115 მატჩში 85 გოლი აქვს გატანილი.
ლუკაკუმ ლეგენდარული უნგრელის ფერენც პუშკაშის მიღწევას
გააუმჯობესა, რომელმაც ნაკრებში 84 გოლი გაიტანა.