იუვენტუსს ალვარო მორატას დაბრუნება სურს
ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა, რომლის უფლებები მადრიდის "ატლეტიკოს" ეკუთვნის, შესაძლოა იტალიის სერია A-ში დაბრუნდეს. ამის შესახებ Tuttosport იუწყება.
წყაროს ცნობით, თავდამსხმელის შეძენით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.
"ბებერ ქალბატონს" არკადიუშ მილიკის ტრავმის გამო მორატას დაბრუნება სურს.
პოლონელმა მენისკი დააზიანა და დაახლოებით თვენახევარს იუქმებს.
მორატას მოქმედი კონტრაქტი "ატლეტიკოსთან" 2026 წლის ზაფხულქმდეა ძალაში.
გასულ სეზონში მორატამ ლა ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.