ალ-ნასრი ემილიანო მარტინესის ტრანსფერით ინტერესდება
არგენტინის ნაკრებისა და "ასტონ ვილას" მეკარე ემილიანო მარტინესი "ალ-ნასრის" სატრანსფერო სამიზნე გახდა.
CaughtOffside-ის ცნობით, "ალ-ნასრს" 31 წლის მეკარის დამატების გეგმა აქვს.
საუდის არაბული კლუბის ამჟამინდელ მეკარეს, დავიდ ოსპინას კონტრაქტი ეწურება, ამიტომ კლუბი ახალი ვარსკვლავი მეკარის შეძენაზე ფიქრობს.
ემილიანო მარტინესი "ასტონ ვილაში" 2020 წლიდან თამაშობს. მისი ხელშეკრულება ბირმინგემთან 2027 წლამდეა ძალაში.