ფოდენი ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრიტანელი ფეხბურთელი გახდება

ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველი ფილ ფოდენი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრიტანელი ფეხბურთელი გახდება.
24 წლის ინგლისელმა საბოლოოდ მოიპოვა "სიტის" ერთ-ერთი ლიდერის სტატუსი, რის შემდეგაც იგი პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
Sun Sport-ის ცნობით, ფოდენის ხელფასი ევრო 2024-ის შემდეგ გაიზრდება - ის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრიტანელი ფეხბურთელი გახდება.
გასულ სეზონში მანჩესტერ "სიტის" მაისურით ფილ ფოდენმა 53 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.