ავტორიზაცია

ტოტენჰემმა ნახევარმცველთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა

ტოტენჰემმა ნახევარმცველთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა
თარიღი 09 Jun 2024, 03:00
"ტოტენჰემის" ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე მალე თავისუფალი აგენტი გახდება. 

Footmercato-ს ცნობით, "ტოტენჰემი" არ არის დაინტერესებული ნახევარმცველთან თანამშრომლობის გაგრძელებით, ამიტომ მასთან კონტრაქტი გაწყდება. 

მხარეები ურთიერთშეთანხმებით უკვე შეთანხმდნენ თანამშრომლობის ვადამდე შეწყვეტაზე - ეს უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს. 

ტანგი ნდომბელე "ტოტენჰემში" "ლიონიდან" 2019 წლის ზაფხულში 62 მილიონ ევროდ გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით თურქულ "გალათასარაიში" გაატარა.