ბაიერნი პალიანიას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოაო პალინიამ უახლოეს მომავალში შესაძლოა "ფულჰემი" დატოვოს და კარიერა მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელოს.
გერმანული Sky-ის ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის თქმით, კლუბები მოლაპარაკებების პროცესში წინ მიიწევენ და დიდია ალბათობა შეთანხმება შედგეს.
პალინიამ შესაძლოა "ბაიერნთან" 4 ან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.
მიუნხენის ტოპ-კლუბი პორტუგალიელ ნახევარმცველში დაახლოებით 40-45 მილიონ ევროს გადაიხდის.