გრეჰემ პოტერმა შესაძლოა ლესტერი ჩაიბაროს

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა გრეჰემ პოტერმა შესაძლოა სხვა ინგლისურ კლუბი ჩაიბაროს. ამის შესახებ The Telegraph-ის იტყობინება.
"ლესტერი" დაინტერესებულია სპეციალისტის მომსახურებით, რომელიც 2024/25 წლების სეზონიდან კვლავ ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშებს.
"მელიებმა" პოტერთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "ლესტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ენცო მარესკა იკავებდა.
ამ ზაფხულს სპეციალისტი ლონდონის "ჩელსიში" გადასვლას დათანხმდა.