ავტორიზაცია

ფოფანა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში მონაკოს დატოვებს

ფოფანა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში მონაკოს დატოვებს
თარიღი 10 ივნ 2024, 19:33
საფრანგეთის ნაკრებისა და "მონაკოს" ცენტრალური ნახევარმცველი იუსუფ ფოფანა "მონაკოს" დატოვებს. 

ამის შესახებ ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იუწყება. 

წყაროს ინფორმაციით, 25 წლის ფოფანა ამჟამად მოლაპარაკებას არ აწარმოებს. 

აღსანიშნავია, რომ ფრანგს კარიერის ახალი ეტაპის დაწყება სურს, ამიტომ კლუბის შეცვლას აპირებს. 

ფოფანას შრომითი ხელშეკრულება "მონაკოსთან" 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.