შეშკომ ლაიფციგთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

"ლაიფციგის" თავდამსხმელმა ბენჟამინ შეშკომ გერმანულ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. 
ამის შესახებ "ლაიფციგმა" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა. 
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ კონტრაქტი მოიცავს კომპენსაციის თანხას, რომელიც ძალაში იქნება 2025 და 2026 წლის ზაფხულში. 
შეშკომ სადებიუტო სეზონში ბუნდესლიგაში 14 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემით გააკეთა. 

