ავტორიზაცია

LIVE რეიტინგი: რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში?

LIVE რეიტინგი: რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში?
თარიღი 23 Jun 2024, 10:32
ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველომ ჩეხეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში პირველი ქულა აიღო.

პირველი ტაიმის მიწურულს "ჯვაროსნები" გიორგი მიქაუტაძემ (45+4') დააწინაურა - ქართველმა პენალტით გაიტანა და ანგარიში გახსნა. სამწუხაროდ, მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე პატრიკ შიკმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 1-1.

ამ გამარჯვების შედეგად ვილი სანიოლის გუნდს FIFA-ს რეიტინგში 5.43 კოეფიციენტი მოემატა, რის შედეგადაც ჩრდილოეთ ირლანდია ჩამოიტოვა და 73-ე ადგილზე დაწინაურდა.

შეგახსნებთ, რომ რეიტინგში საქართველოს ნაკრებს ყველაზე ცუდი შედეგი 156-ე ადგილია, ხოლო საუკეთესო მაჩვენებელი 42-ე პოზიცია გახლავთ.

ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში 26 ივნისს პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.