ავტორიზაცია

BREAKING: ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის დატოვება სურს

BREAKING: ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის დატოვება სურს
თარიღი 23 ივნ 2024, 16:55
ავტორიტეტული იტალიური გამოცემის La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერს ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლური გუნდის დატოვება სურს.

წყაროს ინფორმაციით, "პარტენოპეის" ქართველი გარემარბთან ერთად, გუნდის კაპიტანის ჯოვანი დი ლორენცოს შენარჩუნებაც გაუჭირდება, რომელსაც წასვლა აქვს გადაწყვეტილი. 

ეს იმის მიუხედავად, რომ 
მოთამაშეების შენარჩუნების განძრახვა ისეთ სახელებს აქვთ, როგორებიც: ანტონიო კონტე და აურელიო დე ლაურენტისი არიან.

როგორც ნეაპოლური გაზეთი Il Mattino წერს, "ნაპოლის" ხვიჩასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს - მამუკა ჯუღელთან შეხვეხრა მომავალ კვირას დაიგეგმა. ასევე ცნობილი გახდა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ამ დრომდე შორს არის, რადგან ფეხბურთელის კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება ვერ ხერხდება.