ლიგა 1-ის გუნდი მზადაა დავითაშვილის ტრანსფერში 5-6 მილიონი ევრო გადაიხადოს

საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებული "სენტ-ეტიენი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში აქტიურობას გეგმავს.
Foot Mercato-ს ცნობით, "სენტ-ეტიენმა" "ბორდოსთან" მოლაპარაკებების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დავითაშვილის ტრანსფერის თაობაზე მეორე შეთავაზება გააკეთა.
როგორც ფრანგულ პრესაში იწერება, "მწვანეები" 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ €5-6 მილიონის გადახდას აპირებენ.
Foot Mercato-ს ინფორმაციით, "ბორდო" ქართველ შემტევს 6 მილიონი ევროდ აფასებს, რომელსაც კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს ძალაში.