ქუთაისის ტორპედო ტირანასთან ფრეს დასჯერდა

უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ქუთაისის "ტორპედო" საკუთარ მოედანზე ალბანურ "ტირანას" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
შეხვედრაში ანგარიში მე-20 წუთზე მიჩის ავტოგოლის შედეგად გაიხსნა. ალბანელებმა წონასწორობა მატჩის მიწურულს აღადგინეს, ჰაქსიუმ 87-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1:1).
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი 18 ივლის ალბანეთში გაიმართება.
უკვე ცნობილია, რომ ამ წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე კვიპროსულ "ომონიას" დაუპირისპირდება.