თბილისის დინამოს მოთამაშე ევროტურნირების რეკორდსმენი გახდა!
გუშინ, უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" მონტენეგროს ესტუმრა და ადგილობრივ "მორნარ ბარს" დაუპირისპირდა.
შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
15 წლისა და 10 თვის ასაკში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ევროტურნირებზე მონაწილეობა მიუღია.
ხარებაშვილმა დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელის იუსუფა მუკოკოს შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 16 წლის და 18 დღის იყო, როცა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.