ალ-ნასრი რონალდუსთან კონტრაქტის გასაგრძელებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს

პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ, სავარაუდოდ, "ალ-ნასრში" დარჩება.
როგორც ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი სოციალურ ქსელში წერს, საუდის არაბეთის კლუბს ფეხბურთელთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივება 2026 წლამდე სურს, მოქმედი ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულამდეა ძალაში.
გასულ სეზონში პორტუგალიელმა "ალ-ნასრის" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 44 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.