41 წლის პეპე რეინა კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

ესპანელი მეკარე პეპე რეინა იტალიაში ტრანსფერისთვის ემზადება. 
41 წლის ვეტერანმა "ვილიარეალი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა - კონტრაქტი ივნისის ბოლოს ამოეწურა. 
ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ესპანელმა იტალიურ "კომოსთან" შეთანხმება მიაღწია. 
ვეტერანი მეკარე სერია A-ში აღზევებულ გუნდთან კონტრაქტს მომავალი წლის ზაფხულამდე გააფორმებს. 

