მბაპემ მადრიდის რეალში სამედიცინო შემოწმება გაიარა

ფრანგმა ფორვარდმა კილიან მბაპემ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მადრიდის "რეალში" სამედიცინო შემოწმება გაიარა.
25 წლის სუპერვარსკვლავის ოფიციალური წარდგენა "სამეფო კლუბის" ფეხბურთელად დღეს, 16 ივლისს გაიმართება.
ღონისძიება სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება, რომელიც "ბლანკოსის" საშინაო არენაა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგმა თავდამსხმელმა მადრიდის "რეალთან" 5-წლიანი სამუშაო კონტრაქტი გააფორმა.