BREAKING: გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა

ავტორიტეტულმა გერმანულმა საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt-მა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მოთამაშეთა სატრანსფერო ფასები განაახლა.
ცვლილება საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარეს გიორგი მამარდაშვილსაც შეეხო.
ევრო 2024-ზე ბრწყინვალე გამოსვლის შედეგად, 23 წლის მეკარის ღირებულება 10 მილიონიღ გაიზარდა და 45 მილიონი ევრო გახდა.
ამრიგად, "მამარდა" პორტუგალიელ მეკარესთან დიეგო კოშტასთან ერთად ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.