საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა
FIFA-მ სანაკრებო რეიტინგი განაახლა, საქართველოს ნაკრების პროგრესი კი გრძელდება.
ვილი სანიოლის გუნდი აღნიშნულ რეიტინგში 4 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 70-ე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრების რეიტინგს 22.5 ქულა შეემატა, რის შედეგადაც 1361.41 ქულით 74-ე ადგილიდან 70-ე ადგილზე აღზევდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს ერთა ლიგის B დივიზიონის ფარგლებში ჩაატარებს და 7 სექტემბერს ჩეხეთს დაუპირისპირდება.