ბუნდესლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დასახელდა

გერმანიის ბუნდესლიგაში ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე ფეხბურთელის ვინაობა ცნობილი გახდა.
Capology-ის მიხედვით, გერმანიაში ყველაზე მეტს მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი ჰარი კეინი გამოიმუშავებს.
ინგლისელი ფორვარდის ხელფასი წელიწადში 25 მილიონი ევროა. მეორე ადგილს მანუელ ნოიერი იკავებს. გამოცდილი მეკარე წელიწადში 21 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ტოპ 3-ს მიუნხენური გრანდის კიდევ ერთი წარმომადგენელი - თომას მიულერი 20,5 მილიონიანი ხელფასით ხურავს.
რეიტინგში შემდეგი მოდიან: ლეროი სანე, ჯოშუა კიმიხი, სერჟ გნაბრი, ლეონ გორეცკა, კინგსლი კომანი, მატის დე ლიგტი და მაიკლ ოლისე.