კიკე ლოპესი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

თბილისის "დინამოს" 30 წლის მარცხენა მცველი კიკე ლოპესი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
ტრანსფერი ოფიციალურად ესპანური რანგით მესამე დივიზიონის "რეალ მურსიას" ვებ-გვერდმა დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ გამოცდილი ესპანელი მცველი თბილისის "დინამოს" 2023 წელს შეურთდა და ეროვნულ ლიგაში სულ 24 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.