არნაუტოვიჩმა შესაძლოა ინტერი დატოვოს

ავსტრიელმა თავდამსხმელმა მარკო არნაუტოვიჩმა შესაძლოა მილანის "ინტერი" დატოვოს.
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Repubblica ავრცელებს.
ეს გამოწვეულია ირანელი თავდამსხმელის მეჰდი ტარემის "ინტერში" გადასვლით - ასეთ სიტუაციებში არნაუტოვიჩს, რომლის კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა, სათამაშო დრო არ ექნება.