ავტორიზაცია

რა თანხა მიიღო ქუთაისის ტორპედომ გიორგი არაბიძის გაყიდვით?

რა თანხა მიიღო ქუთაისის ტორპედომ გიორგი არაბიძის გაყიდვით?
თარიღი 03 Aug 2024, 10:50
როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის "ტორპედოს" ნახევარმცველი გიორგი არაბიძე კარიერას "ულსან ჰიუნდაიში" გააგრძელებს.

26 წლის შემტევმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

როგორც არერთი უცხოური წყარო და ასევე, ავტორიტეტული გერმანული სააგენტო Transfermarkt-ი იტყობინება, სამხრეთ კორეულმა მხარემ არაბიძის ტრანსფერში 370 000 ევრო გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ არაბიძე "უსლანსში" 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.