გორეცკას ბაიერნში დარჩენა სურს
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველ ლეონ გორეცკას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის დატოვება არ სურს.
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, გერმანელ ნახევარმცველს დარჩენა სურს.
შეგახსენებთ, რომ ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს შეატყობინა, რომ ის არ შედის კლუბის სამომავლო გეგმებში.
მთავარი მწვრთნელი ვინსენტ კომპანიც თვლის, რომ ლეონი მის სათამაშო სტილს არ უხდება.
გლრეცკა მიუნხენურ გრანდში წელიწადში 18 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.