როგორი შეფასება მიიღო გიორგი ჩაკვეტაძემ დღევანდელ შეხვედრაში?

ინგლისის ჩემპიონშიპის მეორე ტურში "უოტფორდი" საკუთარ მოედანზე "სტოკ სიტის" დაუპირიაპირდა და 3:0 გაანადგურა.

აღნიშნულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც 73-ე წუთზე კაიემბეს გაატანინა.
24 წლის შემტევი ნახევარმცველი 84-ე წუთზე კვადვო ბააჰიმ შეცვალა.
ჩაკვეტაძემ Sofascore-სგან 8.2 შეფასება დაუმსახურა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მეორე საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.

"უოტფორდი" მორიგი ტურის მატჩს 24 აგვისტოს "დერბის" წინააღმდეგ გამართავს.