ავტორიზაცია

BREAKING: ლივერპული და ვალენსია მამარდაშვილის ტრანსფერის საბოლოო დეტალებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

BREAKING: ლივერპული და ვალენსია მამარდაშვილის ტრანსფერის საბოლოო დეტალებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ
თარიღი 16 აგვ 2024, 21:38
ავტორიტეტული ინსაიდერის მატეო მორეტოს ინფორმაციით, ინგლისური "ლივერპული" და "ვალენსია" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის საბოლოო დეტალებზე მოლაპარაკებებს აწამოებენ.

როგორც ცნობილია, ქართველ მეკარესა და "მერსესაიდულ" გრანდს პირადი კონტრაქტის პირობები შეთანხმებული აქვთ, რომელიც ხელფასის სახით წლიურ 4 მილიონ ევროს და იჯარით სხვა გუნდში წასვლას ითვალიაწინებს.

ცოტა ხნის წინ, "ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ გიორგი მამარდაშილი ლა ლიგის პირველი ტურის მატჩზეა კონცენტრირებული.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონის პირველი ტურის მატჩში "ვალენსია" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

შეხვედრა 17 აგვისტოს გაიმართება და 23:30 საათზე დაიწყება.