ჩელსი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 8 ფეხბურთელის გაშვებას აპირებს
ლონდონის "ჩელსი" იმედოვნებს, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეებში რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას შეძლებს.
"არისტოკრატების" ხელმძღვანელობამ რვა ფეხბურთელთან განშორება დაგეგმა - მათგან პირველი კონორ გალაჰერია, რომელიც უახლოეს საათებში მადრიდის "ატლეტიკოში" ახალწვეულად წარდგება.
Mirror-ის ცნობით, სიაში შემდეგი არიან რომელუ ლუკაკუ, რაჰიმ სტერლინგი, კეპა არიზაბალაგა, ჯორჯე პეტროვიჩი, არმანდო ბროია, ტრევო ჩალობა და კარნი ჩუკვუემეკა.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში "ჩელსიმ" უკვე 100 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა მოთამაშეების გაყიდვიდან და კიდევ უფრო მეტი დაიხარჯა ახალ ფეხბურთელებზე - დაახლოებით 190 მილიონი ევრო.