BREAKING: ლიონმა ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა
ფრანგულმა "ლიონმა" ყველა თავისი მოთამაშე ტრანსფერზე დააყენა, ამის შესახებ L'Equipe იტყობინება.
წყაროს ცნობით, ლიგა 1-ის კლუბმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ზაფხულის ფანჯრის დასრულებამდე ფეხბურთელების გაყიდვიდან 100 მილიონი ევროს გამომუშავება სჭირდება, რათა საფრანგეთის ლიგაში ფინანსური ფეარ-ფლეის წესების დარღვევა აიცილოს თავიდან.
"ლიონს" ტრანსფერებიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 24.25 მილიონი ევრო აქვს მიღებული.
აღსანიშნავია, რომ ამ სატრანსფერო ფანჯარაში "ლიონმა" საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, "მეციდან" 18,5 მილიონ ევროდ იყიდა.