მამარდაშვილი: "ამიტომ გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში"
ლივერპულში გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, ქართველმა მეკარემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"სიტყვები არ არის საკმარისი,გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის რაც ვალენსიამ, ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა.ვალენსიამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში."
"ყველამ ვიცით,როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც. ამიტომ, როგორც არასდროს ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე!"
კონტრაქტის მიხედვით, გიორგი მამარდაშვილი 1 წლიანი იჯარით ვალენსიაში დარჩება და ლივერპულს სეზონის ბოლოს შეუერთდება.