ბარსელონა ფრანგი მცველის ტრანსფერით ინტერესდება
გერმანული "ლაიფციგის" მცველი მოჰამედ სიმაკანი შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში გადავიდეს.
Footmercato-ს ჟურნალისტების ინფორმაციით, ფეხბურთელის ტრანსფერით კატალონიური "ბარსელონა" არის დაინტერესებული.
"ბლაუგრანამ" პოტენციური ახალი მოთამაშის შესახებ ინფორმაცია
მოითხოვა.
გერმანული კლუბი ფრანგ მცველს 50 მილიონ ევროდ აფასებს.
გასულ სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა გერმანიის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. სიმაკანის შრომითი ხელშეკრულება "ლაიფციგთან" 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.