ავტორიზაცია

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: იუვენტუსმა მანჩესტერ იუნაიტედთან ჯეიდონ სანჩოს იჯარაზე შეთანხმებას მიაღწია

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: იუვენტუსმა მანჩესტერ იუნაიტედთან ჯეიდონ სანჩოს იჯარაზე შეთანხმებას მიაღწია
თარიღი 28 აგვ 2024, 18:50
ინგლისელი გარემარბი ჯედონ სანჩო უახლოეს მომავალში მანჩესტერ "იუნაიტედს" დატოვებს. 

როგორც ცნობილი ჟურნალისტი ფაბრის ჰოკინსი სოციალურ ქსელში იუწყება, მანჩესტერ "იუნაიტედი" და "იუვენტუსი" სანჩოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. საუბარია იჯარაზე შემდგომი გამოსყიდვის ოფციით. 

თავად 24 წლის შემტევს ტურინულ კლუბში გადასვლის სურვილი აქვს. 

ჯეიდონ სანჩოს პრემიერ ლიგის პირველ ორ ტურში მანჩესტერ "იუნაიტედის" შემადგენლობაში არ უთამაშია.