შეთანხმება შედგა - ფედერიკო კიეზა კარიერას ლივერპულში გააგრძელებს

იტალიელი გარემარბი ფედერიკო კიეზა კარიერას ინგლისურ "ლივერპულში" გააგრძელებს. 
როგორც ავტორიტეტული ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იუწყება, ინგლისური კლუბი 26 წლის ფეხბურთელს პირად პირობებზე შეუთანხმდა - ოთხწლიანი კონტრაქტი, წელიწადში ხუთი მილიონი ევროს ანაზღაურებით. 
აღსანიშნავია, რომ სატრანსფერო თანხა 12 მილიონი ევროს შეადგენს. თანხა შეიძლება გაიზარდოს გარიგებაში შეტანილი ბონუსის გააქტიურების შემთხვევაში. 







