ლივერპულმა ფედერიკო კიეზას კონკრეტული შეთავაზება გაუგზავნა
"ლივერპულის" ხელმძღვანელობა მუშაობას აგრძელებს იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" გარემარბის, ფედერიკო კიესას ტრანსფერის დასახურად.
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას თქმით, "მერსისაიდელმა" იტალიელ ფეხბურთელს კონკრეტული შეთავაზება გაუგზავნეს.
"ლივერპული" მზადაა კიეზასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმოს, წელიწადში ხუთი მილიონი ევროს ანაზღაურებით.
კიეზას შრომითი ხელშეკრულება ტურინულ გრანდთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
2023/2024 წლების სეზონში ფედერიკომ იტალიის ჩემპიონატის 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ცხრა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.