ავტორიზაცია

მადრიდის რეალი 2025 წელს ვირცის შეძენას შეეცდება

მადრიდის რეალი 2025 წელს ვირცის შეძენას შეეცდება
თარიღი 28 აგვ 2024, 19:43
მადრიდის "რეალმა" უკვე 2025 წლის სატრანსფერო ფანჯრის დაგეგმა დაიწყო. 

Relevo-ს ცნობით, მადრიდული გრანდი მომავალ ზაფხულს ლევერკუზენის "ბაიერიდან" შემტევი ნახევარმცველის ფლორიან ვირცის შეძენას შეეცდება. 

მნიშვნელოვანია, რომ ვირცს მადრიდის "რეალში" გადასვლა სურს და ამ ვარიანტს პრიორიტეტულად მიიჩნევს.

21 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი "ბაიერთან" 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.