გურამ კაშია 37 წლის ასაკში ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშებს!

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპი დასრულდა და ახალი ფორმატით ჩასატარებელი ტურნირის ყველა მონაწილე გაირკვა.
ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში პირველად ითამაშებს საქართველოს ნაკრებისა და ბრატისლავას "სლოვანის" 37 წლის მცველი გურამ კაშია.
ვლადიმირ ვაისის გუნდმა პლეი-ოფის ეტაპზე დანიური "მიდტიულანდი" ორი მატჩის ჯამში (4:3) დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.