ჩელსიმ კიდევ ერთი ფეხბურთელის ყიდვა გადაწყვიტა
22 წლის მცველმა ტომას არაუხომ, რომელიც ლისაბონის "ბენფიკაში" თამაშობს, შესაძლოა კარიერა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს. ამის შესახებ ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იტყობინება.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის ტრანსფერით ლონდონის "ჩელსი" ინტერესდება.
ამასთან, "არისტოკრატებს" ფეხბურთელის შეძენასთან დაკავშირებით შეთავაზება არ გაუკეთებიათ.
არაუხოს კონტრაქტი "ბენფიკასთან" 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.