ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ნაპოლის გულშემატკივრებმა, ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს — ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
გულშემატკივრებს ხმის მიცემის საშუალება კლუბის ოფიციალური აპლიკაციით შეეძლოთ და ყველაზე მეტი ხმა სწორედ 23 წლის ქართველმა შემტევმა დააგროვა.
აგვისტოს თვეში ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისური იტალიის სერია ა-ს 3 შეხვედრაში მოიგო, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გაიფორმა.