ავტორიზაცია

მერაბ დვალიშვილი: "დღეს მე UFC-ში საუკეთესო მებრძოლი ვარ!"

მერაბ დვალიშვილი: "დღეს მე UFC-ში საუკეთესო მებრძოლი ვარ!"
თარიღი 15 სექ 2024, 10:21
UFC 306-ზე შონ ო'მალის დამარცხების და საჩემპიონო ქამრის მოგების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"ოქტაგონზე ისევ ვგრძნობდი თავს, როგორც ყველა სხვა ბრძოლაში და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოდი. ამ დღისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე და ოცნება ავიხდინე — საჩემპიონო ქამარი ჩემია."

"მსაჯების გადაწყვეტილება? ვერ გაიგებ, ზოგჯერ MMA-ში ცოტა უცნაურად წერენ ქულებს, მაგრამ რაც მთავარია ორთაბრძოლა მოვიგე და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი სწორედ მე ვარ — შემომხედეთ, ენერგია არც კი დამიხარჯავს."

"იქნება შემდეგი მეტოქე ნურმაგომედოვი? არ ვიცი, ამას დენა უაითი გადაწყვეტს, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს. სწორედ მან აღმომაჩინა, UFC-ში კონტრაქტი გამიფორმა და მომცა ჩემი ოცნებების ახდენის საშუალება. ამიტომ, ვისთანაც მეტყვის, იმასთან ვიბრძოლებ."

"შონ ო'მალის ეგონა, რომ სხვებზე უკეთესია, თუმცა, დავუმტკიცე, რომ ყველა ადამიანი ნორმალურია და არავის აქვს უფლება ზემოდან ყურების. მშენებლობიდან ქამრამდე მოვედი და მიხარია, რომ ბევრისთვის ინსპირაციის წყარო გავხდები და დაიჯერებენ, რომ შრომით ყველაფერს მიაღწევ. დამიფასდა დიდი შრომა და დღეს მე UFC-ში საუკეთესო მებრძოლი ვარ!"
— მერაბ დვალიშვილი.