ავტორიზაცია

ლიონელ მესიმ კარიერაში 46-ე ტიტული მოიგო

ლიონელ მესიმ კარიერაში 46-ე ტიტული მოიგო
თარიღი 03 Oct 2024, 10:04
"ინტერ მაიამმ" MLS-ის რეგულარული სეზონი მოიგო. 

32-ე ტურის მატჩში ხერარდ მარტინოს გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციაში მთავარ მეტოქე "კოლუმბუს კრიუ" (3:2) დაამარცხა. 

ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა, ლუის სუარესმა კი ერთი გოლი შეაგდო. 

შეხვედრის შემდეგ "ინტერ მაიამის" მხარდამჭერთა ფარი გადაეცა, თასი, რომელსაც MLS-ის რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდი იგებს. 



ეს ლიონელ მესის კარიერაში 46-ე ტიტულია. არგენტინელმა "ბარსელონასთან" ერთად 35 ტიტული მოიგო, ექვსი ეროვნულ გუნდთან ერთად, სამი "პსჟ"-სთან და კიდევ ორი ​​თავის ამჟამინდელ კლუბთან ერთად. 

აღსანიშნავია, რომ "ინტერ მაიამიმ" რეგულარული სეზონი ისტორიაში პირველად მოიგო.