ავტორიზაცია

პსჟ მზადაა სალაჰს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს

პსჟ მზადაა სალაჰს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს
თარიღი 04 ოქტ 2024, 19:08
"პსჟ" "ლივერპულის" 32 წლის გარემარბი მოჰამედ სალაჰის შეძენით არის დაინტერესებული. ამის შესახებ The Sun იტყობინება.

წყაროს ცნობით, ფრანგული გუნდი მზადაა ეგვიპტელ ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. 

მიმდინარე სეზონში სალაჰმა ცხრა მატჩში ჩაატარა, რომელშიც ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. 

ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.