ალ-ნასრი დე ბრუინის თაობაზე შთამბეჭდავ შეთავაზებას ამზადებს
მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი მომავალ ზაფხულს შესაძლოა საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადავიდეს.
33 წლის ფეხბურთელს "ქალაქელებთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
როგორც Team Talk-ი იტყობინება, "ალ-ნასრი" აპირებს ბელგიელის დამატებას და კვირაში 1 მილიონი ფუნტ სტერლინგს (თითქმის 1,2 მილიონი ევრო) ხელფასს შესთავაზებს.
ბელგიელი ვარსკვლავის დასამატებლად MLS-ის "სან დიეგოც" იბრძვის, მაგრამ "ალ-ნასრი" დარწმუნებულია, რომ ისინი გაიმარჯვებენ ნახევარმცველისთვის ბრძოლაში.