ავტორიზაცია

ჯორჯ ბოლდოკისთვის მიძღვნილი ისტორიული გამარჯვება - საბერძნეთმა უემბლიზე ინგლისი დაამარცხა

ჯორჯ ბოლდოკისთვის მიძღვნილი ისტორიული გამარჯვება - საბერძნეთმა უემბლიზე ინგლისი დაამარცხა
თარიღი 11 Oct 2024, 01:28
საბერძნეთმა ერთა ლიგაზე, B ლიგის მე-3 ტურში, ინგლისი გასვლაზე 2-1 დაამარცხა.

უემბლიზე ანგარიში 49-ე წუთზე ვანგელის პავლიდისმა გახსნა და გატანილი გოლი ჯორჯ ბოლდოკს მიუძღვნა (ბერძენი ფეხბურთელი 9 ოქტომბერს გარდაიცვალა).

87-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 94-ე წუთზე პავლიდისმა მეორე გოლიც გაიტანა და საბერძნეთმა ლონდონში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.