ავტორიზაცია

კიტეიშვილი: "პრობლემები გვქონდა დამაგვირგვინებელ ფაზაში, რაზეც გარკვეული გავლენა ცუდმა მინდორმაც იქონია"

კიტეიშვილი: "პრობლემები გვქონდა დამაგვირგვინებელ ფაზაში, რაზეც გარკვეული გავლენა ცუდმა მინდორმაც იქონია"
თარიღი 12 Oct 2024, 02:31
უეფას ერთა ლიგის მესამე ტურში, უკრაინასთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა.

"მძიმე სტარტი გამოგვივიდა, თამაშში მაღალი ინტენსივობით ვერ ჩავერთეთ, ორთაბრძოლები წავაგეთ, რამაც შედეგზე გავლენა იქონია და საბოლოოდ ამის გამო დავისაჯეთ კიდეც."

"გაშვებული გოლის შემდეგ უკეთესად ვთამაშობდით, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა — პრობლემები გვქონდა დამაგვირგვინებელ ფაზაში, რაზეც გარკვეული გავლენა ცუდმა მინდორმაც იქონია."

"საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი ჩამოვიდა და მათ მადლობამ მინდა გადავუხადოთ. სამწუხაროა, რომ ის შედეგი ვერ მივიღეთ, რასაც ველოდით და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს 3 დღეში, ალბანეთთან გამოვასწორებთ."