ავტორიზაცია

ნაკრები თბილისში დაბრუნდა | 13 ოქტომბრის განრიგი

ნაკრები თბილისში დაბრუნდა | 13 ოქტომბრის განრიგი
თარიღი 12 Oct 2024, 21:36
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინასთან მატჩის შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

ერთა ლიგის მომდევნო, მეოთხე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მატჩისწინა ვარჯიშს ვილი სანიოლის გუნდი საგურამოში, ლოკომოტივის საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. ვარჯიში დაწყებამდე გაიმართება ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

13 ოქტომბრის განრიგი
15:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (საგურამო, სასტუმრო სევსამორა)

16:15 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (საგურამო, 15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

17:30 ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (მიხეილ მესხი)

18:00 ალბანეთის ნაკრების ვარჯიში (მიხეილ მესხი, 15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

Nakrebi.ge