ავტორიზაცია

ვილი სანიოლი: "უკრაინასთან ისეთი მატჩი იყო, რომ მოგებაც შეგვეძლო"

ვილი სანიოლი: "უკრაინასთან ისეთი მატჩი იყო, რომ მოგებაც შეგვეძლო"
თარიღი 13 Oct 2024, 16:33
14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპის მეოთხე ტურში ალბანეთს დაუპირისპირდება. 

მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

"უკრაინასთან თამაში ცუდად დავიწყე და ამაზე ფეხბურთელებს ვესაუბრე. იმედია, ეს გამოსწორდება და ხვალინდელ შეხვედრას სულ სხვანაირად დავიწყებთ, რადგან მატჩის კარგი სტარტი ყოველთვის მნიშვნელოვანია.

უკრაინასთან ისეთი მატჩი იყო, რომ მოგებაც შეგვეძლო. ყოველ შემთხვევაში, მინიმუმ ქულა უნდა აგვეღო. როგორც უკვე ვთქვი, ხვალინდელი მატჩი უკეთ უნდა დავიწყოთ.

ისევ ის გუნდი ვართ, რაც აქამდე ვიყავით. ის წარმატება, რასაც ბოლო დროს მივაღწიეთ, შემთხვევითი არ იყო. ეს ყველაფერი შრომიდან მოვიდა. 

ჩვენს თავს იმის უფლება არ უნდა მივცეთ, რომ მოედანზე ნაკლები ძალები ჩავდოთ და მაინც მოვიგოთ. პირიქით, იგივე ძალისხმევა უნდა გამოვავლინოთ, როგორც აქამდე",- თქვა სანიოლმა.