FIFA-ს რეიტინგი: რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები ალბანეთთან მარცხის შემდეგ?
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა ალბანეთის წინააღმდეგ გამართა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთადერთი გოლი გავიდა. 48-ე წუთზე კრისტიან ასლანის გოლით სტუმრები დაწინაურდნენ და შეხვედრა ალბანეთის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთადერთი გოლი გავიდა. 48-ე წუთზე კრისტიან ასლანის გოლით სტუმრები დაწინაურდნენ და შეხვედრა ალბანეთის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.
უკრაინასთან და ალბანეთთან მარცხის შედეგად ვილი სანიოლის გუნდი FIFA-ს რეიტინგში 2 ადგილით დაქვეითდა და ამჟამად, 68-ეადგილს იკავებს.
მომდევნო, მეხუთე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბათუმში, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16 ნოემბერს შედგება.