ავტორიზაცია

ალბანეთის მწვრთნელი: "მადლობა, რომ ჩვენს ჰიმნს ტაში დაუკარით"

ალბანეთის მწვრთნელი: "მადლობა, რომ ჩვენს ჰიმნს ტაში დაუკარით"
თარიღი 14 Oct 2024, 23:38
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, ალბანეთის მთავარმა მწვრთნელმა, სილვიონიმ კომენტარი გააკეთა.

"არაერთხელ ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ საქართველოს ნაკრებს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და გამართულ ფეხბურთს თამაშობს, ვილი სანიოლი კი უმაღლესი დონის სპეციალისტია."

"რთული მატჩი იყო, რომელიც მოვიგეთ და უბედნიერესი ვარ. წინ კიდევ გვაქვს ორი მატჩი დარჩენილი და ორივეში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. თანაბარი ჯგუფია და ბოლო ტურში ყველა გუნდს ექნება წარმატების შანსი."

"საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთანაც და ჩვენთანაც ერთ სტილში წააგო — ორივე შემთხვევაში შეხვედრის ბედი ერთმა მომენტმა გადაწყვიტა. წაგებული მატჩების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობდა."

"მადლობა, რომ ჩვენს ჰიმნს ტაში დაუკარით — ეს ფეხბურთია, სადაც ერთმანეთის პატივისცემა არის მთავარი"
— სილვინიო.